saqarTvelos myinvarebi - iriTis myinvari
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
კოორდინატები | 43°08`30` ჩ. გ. 42°52`23` ა. გ. |
სიგრძე | 2.5 კმ |
ფართობი | 2.6 კმ² |
ტიპი | კარულ-ხეობური |
მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის აუზში (ენგურის მარჯვენა შენაკადი). მყინვარ ტვიბერს ერთვის მარჯვენა მხრიდან ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე. კარულ-ხეობის ტიპისაა. ექსპოზიცია სამხრეთის, სიგრძე 2,5 კმ, ფართობი 2,6 კმ². ფირნის ხაზი ზღვის დონიდან 3110 მ.